ახალი ამბებიმაია ცომაია

“ვარდისფერი ოქტომბერი”-მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად – “ვარდისფერი ოქტომბერი”

“ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში 2018 წლის 7 ოქტომბერს,  ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი “ჰერა”-ს  ორგანიზებით კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება – “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც შეუერთდა.

მარათონში  მონაწილეობას იღებდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

გარბენში, ვაჟების  კატეგორიაში პირველი ადგილი თსსუ-ის ჯანდაცვის ფაკულტეტის I სემესტრის  სტუდენტმა  გიგი მაქაცარიამ მოიპოვა.

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება დაგეგმილ აქციებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალბატონებს, რომლებიც ებრძვიან  და რომლებმაც დაამარცხეს ეს ვერაგი დაავადება” – განაცხადა ვიცე-რექტორმა.

კამპანიის  მთავარ მიზანს წარმოადგენს, ცნობადობის გაზრდა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე.

“ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და “ვარდისფერი ოქტომბრად” იწოდება.  ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის მნიშვნელოვანი  ნაწილია.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply