ახალი ამბებისამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 პირი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply