ახალი ამბებიპოლიტიკა

ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს – გიორგი გაბუნია

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების საქმის მომზადება – ტელეწამყვანს ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფება ქმედით ნაბიჯს გადადგამს.
ცნობილი ჟურნალისტი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა, არის საფრთხე არა მხოლოდ პირადად მის, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ.

“საფრთხე რეალურია, ის რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდებით. რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია, ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. მაგრამ როგორც მინიმუმ, ვნახოთ, ეს ნაბიჯი როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა და მერე პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორ გადადგამენ, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი.

ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს. რა უნდა უქნა მაშინ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, აი ამის წინააღმდეგ რას იზამს ხელისუფლება, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ქვეყანა აღარ იყოს, ეს მაინტერესებს ძალიან”, – აცხადებს გიორგი გაბუნია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები