ახალი ამბებიპოლიტიკა

„ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს“

„ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს,“ – ეს განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა. კუკავა ზურაბიშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც ის 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბრობს.

„ეს პირველად არ ხდება სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში, თვითონ, მისი ოჯახი 91 წლის ცნობილი მოვლენების დროსაც საუბრობდა რომ გამსახურდია აფხაზების და ოსების გენოციდს ახორციელებს და არ სცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან მიმართებაში, საჯაროდ განსაკუთრებით და განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან, ვისაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, ამას ემოციურის და მეცნიერულის გარდა, აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, რასაც წესით უნდა აცნობიერებდეს ზურაბიშვილი. ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, თუ აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს, ნორმალური სახელმწიფოებრიობაზე,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply