ახალი ამბებიპოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. დღის წესრიგში ათამდე საკითხია შეტანილი, მათ შორის არის დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის საკითხები.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება დე-ფაქტო რეჟიმის მიერ, სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უკანონო დევნის საკითხზე, ასევე ბოლო დროს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების განსაკუთრებით გახშირებულ ფაქტებზე და აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს, ასევე ვისაუბრებთ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის თემაზე და ამ კუთხით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებთან დაკავშირებით. ასევე კიდევ ერთხელ დავაყენებთ ახალგორის რაიონში დე-ფაქტო რეჟიმის მიერ, სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უკანონო დევნის საკითხს, გარდა აღნიშნულისა, ვისაუბრებთ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების განსაკუთრებით გახშირებულ ფაქტებზე და აგრეთვე ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე“,-განაცხადა ანთაძემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply