ახალი ამბები

დაპირისპირება გორის მაგისტრალზე

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მხარდამჭერი აქცია

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მოემართებოდნენ თბილისის მიმართულებით გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი.

რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს თუმცა, სამინისტრო არ ადასტურებს აქტივისტების დაკავების ფაქტს.

სამინისტროს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები გამოიყენებენ მათ კომპეტენციაში არსებულ არალეთალურ ძალებს რათა არ მოხდეს ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება.

ელისო კილაძის განცხადებით, გორში ასევე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მერებაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply