ახალი ამბები

გლდანში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომობილები დააზიანა

გლდანში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია ავტომობილები. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

როგორც ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილის მეპატრონე ამბობს, მას ავტომანქანა დაზღვეული არ ჰყავდა და ის დახმარებისთვის მერიას მიმართავს.

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია. ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply