ახალი ამბებისამართალი

„გიორგი ჭანტურია აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე“

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ქუთათელაძე მას არ მოუკლავს. ამის შესახებ განცხადებას მისი ადვოკატი ანი კეკენაძე აცხადებს.

„გიორგი ჭანტურია აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე და მას მკვლელობის საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მტკიცებულებები საქმეში, რომელიც დაადასტურებდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენას, არ არსებობს. გიორგი ჭანტურია არის აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად უმოტივოდ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვერსიებს შემოგთავაზებთ მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობით საქმის მასალებს. ვინაიდან, გამოკითხულია ძირითადი ნაწილი მოწმეების, იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვთ ჩვენებები, ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ, ჩადებულია იარაღები,“ – განაცხადა ანი კეკენაძემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply