ახალი ამბებიბიზნესი

განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პარტნიორობის შედეგად მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება – ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობენ, მედიათეკის სერვისებზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ის წლების განმავლობაში ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამაზე მეტყველებს განათლების მიმართულებით ბანკის მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. ჩვენ, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გვსურს, ხელი შევუწყოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას. მედიათეკის სერვისები ერთდროულად საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისა თუ კითხვის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენც გვსურს, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს ამ სერვისებით ხანგრძლივად სარგებლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მედიათეკა არის და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ სივრცედ თბილისში, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობა, შეხვედრების ოთახის, საკონფერენციო დარბაზების გამოყენება, ღონისძიებებზე დასწრება და არაერთ პროგრამაში ჩართვა. მედიათეკის კომფორტულ, თანამედროვე სივრცეში ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამუშაოდ ან სამეცადინოდ მოდიან. დღეიდან კი მედიათეკა ხდება პირველი დაწესებულება თბილისში, რომელიც შუაღამემდე მუშაობს და ამავდროულად ყველაზე ხელმისაწვდომია“, – განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply