ახალი ამბები

ბრაზილიის პრეზიდენტობის დაჭრილი კანდიდატი წინასაარჩევნო დებატებში ვერ ჩაერთო

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟაირ ბოლსონარუმ, რომელსაც ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, მინას-ჟერაისის შტატში უცნობი პირი დაესხა თავს, უკენასკნელ წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ბოლსონარუ ერთი თვის წინ დაჭრეს. მიუხედავად იმისა, რომ ის საავდმყოფოში აღარაა და მკურნალობას სახლში აგრძელებს, Globo Television-ს დებატებში მონაწილეობაზე არ დაანხმდა, რადგან ამბობს, რომ ჯერ ისევ სუსტად გრძნობს თავს. დებატები 4 ოქტომბერს გაიმართა.

63 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის სოციალ-ლიბერალური პარტიის (PSL) წევრია.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება. რამდენიმე დღის  წინ ბრაზილიის სასამართლომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის 13 კანდიდატი იბრძოლებს. ამომრჩეველთა სიაში 147 მილიონამდე ადამიანია. აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ ბრაზილიაში ჩატარებულ გამოკითხვაში 25%-მა ქვეყნის პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად ჟაირ ბოლსონარუ დაასახელა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply