ახალი ამბები

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა

ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება.

აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც.

ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply